ხაბეიშვილი – "აგენტების კანონზე": გაიტანეთ საკითხი პლებისციტზე, ხალხმა გადაწყვიტოს

16-04-2024 19:21:05 პოლიტიკა

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა "ქართული ოცნების" დეპუტატებს შესთავაზა, თუ "არც ერთი ადამიანის ჯანმრთელობა არ უღირთ არაფრად, როგორც ეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ თქვა დასმული კითხვის საპასუხოდ, ხალხს მისცენ არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა.

"გაიტანეთ საკითხი პლებისციტზე, ხალხმა გადაწყვიტოს. გაიტანეთ არჩევნებზე, ან არჩევნებამდე ჩაატარეთ",– თქვა ხაბეიშვილმა.

მდინარაძემ თქვა, რომ ესკალაციას არ ელოდებიან:

"სიმართლე რომ უთხრათ, არც ერთი ადამიანი გამოვა ქუჩაში. ნუ ატყუებთ".

პარლამენტში პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ "აგენტების" შესახებ კანონპროექტს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები