შავგულიძემ: თუ მიზანი მართლაც გამჭირვალობის უზრუნველყოფაა, გთავაზობთ, საფინანსო კანონმდელობაში გაატროთ ცვლილება

16-04-2024 19:00:53 პოლიტიკა

ოპოზიციონერმა დეპუტატმა შალვა შავგულიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელზეც "აგენტების კანონს" განიხილავენ, შესთავაზა კანონპროექტის ინიციატორებს, თუ მიზანი "გამჭვირვალეობაა", რაზეც მმართველი გუნდი აპელირებს და არა სტიგმატიზება, არასამთავრობო ორგანიზაციების, დამოუკიდებელი მედიების დარეგისტრირება მოხდეს უცხოური დაფინანსების მიმღებ ორგანიზაციებად და არა „უცხოური ინტერესების ძალის გამტარებლად“.

შავგულიძის თქმით, დეკლარირებული მიზნის მიღწევისთვის შესაძლებელია შესაბამის საფინანსო კანონმდელობაში ცვლილების გატარება.

შავგულიძემ ხაზი გაუსვა, რომ მმართველი გუნდის კანონპროექტი სუბიექტის, ანუ არასამთავრობო ორგანიზაციისა თუ მედიასაშუალების "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად" გამოცხდებისათვის ერთადერთ კრიტერიუმად ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ამ სუბიქტს წლიური შემოსავლის 20%–ზე მეტი "უცხოური ძალისგან" აქვს მიღებული.

"გამოდის, რომ თუ არასამთავრობო ორაგნიზაციას დაფინანსება "უცხოური ძალისგან" აქვს მიღებული, ეს ქვეყანაში გარემოს დაცვის, ჯანდაცვის, კულტურის მემკვიდრეობის საქმის და ა.შ. მოკლედ, კეთილი საქმის განვითარებისათვის და სახეზეა ამ მიზნით ამ დაფინანსების გამოყენება, მიუხედავად ამ ფაქტისა, ამ კანონპროეტის მიხედვთ, ეს არასამთავრობო ორგანიზაცია უნდა გამოცხადდეს "უცხოური ინტერესების გამტარებელ" ორგანზიაციად. რა გაძლევთ საფუძველს, რომ მხოლოდ იმ გარმეოებიდან, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიასაშუალებებს წლიური შემოსავლის 20%–ზე მეტი მიღებული აქვთ უცხოური ძალისგან, აღნიშნული ორგანიზაცია უნდა გამოცხადდეს "უცხოური ინტერსის გამტარად"?

თუ კანონპროექტის ინიციატორთა რეალურ მიზანს არ წარმოადგენს არასამთავრობო სექტორის და დამოუკიდებელი მედიის სტიგმატიზება მათთვის იარლიყის მიკვრით, გთავაზობთ, რომ ე.წ უცხოური ძალისგან შემოსავლის მიღების შემთხვევაში, შესაბამისი სუბიექტების რეგისტრირება მოახდინოთ უცხოური დაფინანსების მიმღებ ორგანოზაციებად და არა "უცხოური ძალების ინტერესებს გამტარებლად", რის დასაბუთებასაც კანონპროექტი არ ითვალისწინებს და უბრალოდ აბრალებთ. თუ მიზანი მართლაც შემოსავლების გამჭირვალობის უზრუნველყოფაა, რატომ ცდილობთ, ეს განახორციელოთ ამ ორგანიზაციებისათვის უცხოური ინტერესების გამტარებლის გამოცხადების გზით?! თუ მათი შემოსავლების გამჭვირვალობა არასაკმარისია გთავაზობთ მათი შემოსავლების კონტროლისათვის შესაბამის საფინანსო კანონმდელობაში გაატროთ ცვლილება, რაც აბსოლუტურად უმტკივნეულოდ შეიძლება განხორციელდეს”, – თქვა შავგულიძემ.

მამუკა მდინარაძეს შავგულიძის წინადადებებისთვის არ უპასუხია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები