შსს–ს ცნობით, აქციაზე დაკავებული 14 ადამიანიდან ოთხი ხელწერილით გაათავისუფლეს

16-04-2024 18:19:13 საზოგადოება ,სამართალი

შსს აცხადებს, რომ "აგენტების" შესახებ კანონის საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე დაკავებული 14 პირიდან ოთხი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

"საპროტესტო აქციის მსვლელობისას, სამართალდამცავების მიერ გაკეთებული არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ აქციის მონაწილეებს პროტესტი გამოეხატათ მშვიდობიანი ფორმით და არ გასცდენოდნენ კანონით დადგენილი წესით შეკრების ფარგლებს, აქციის მონაწილეთა ნაწილი არ დაემორჩილა პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას, წინააღმდეგობა გაუწიეს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით ადგილზე მყოფ სამართალდამცველებს და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის საფუძველზეც პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა 14 პირი.

შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების შემდეგ, პოლიციამ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა 4 პირი, ხოლო რაც შეეხება 10 დაკავებულს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადაყვანილია დროებითი მოთავსების იზოლატორში",– ვკითხულობთ შსს–ს განცხადებაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები