საფრანგეთის ელჩი: პროექტი, რომელსაც პარლამენტი განიხილავს, ფრანგული კანონი არ არის

16-04-2024 17:31:04 პოლიტიკა

საფრანგეთის ელჩი საქართველოში შერაზ გასრი აცხადებს, რომ კანონპროექტი, რომელსაც ამჟამად საქართველოს პარლამენტი განიხილავს, „ფრანგული კანონი“ არ არის.

მისი თქმით, „საქართველოს, ცხადია, შეუძლია, მიიღოს ის კანონმდებლობა, რაც სურს“, მაგრამ საფრანგეთი, როგორც მეგობარი ქვეყანა, აცხადებს, რომ კანონპროექტი, რასაც ამჟამად პარლამენტი განიხილავს, ევროკავშირის ღირებულებებს არ შეესაბამება.

„საქართველო არის სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანა. ჩვენ, ცხადია, ვაღიარებთ მის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. საქართველოს შეუძლია, მიიღოს ის კანონმდებლობა, რაც სურს. როგორც საფრანგეთის, ევროკავშირის წევრი ქვეყნის, მთავრობის წარმომადგენელს, შემიძლია, ვთქვა, რომ საქართველოს ევროკავშირის ოჯახში მივესალმებით. ეს კარგად მოგეხსენებათ. როგორც საქართველოს მეგობრები - ქვეყნისა, რომელსაც ევროკავშირში გაწევრება სურს - საქართველოს ვეუბნებით, რომ ის კანონპროექტი, რომელიც განიხილება პარლამენტში, არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს. და [მიიღებს თუ არა], საქართველოს გადასაწყვეტია“, - განუცხადა ელჩმა გასრიმ 16 აპრილს ჟურნალისტებს გორში სტუმრობისას.

წყარო: რადიო თავისუფლება

ახალი ამბები

სხვა სიახლეები