პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარედ კალანდარიშვილი ვერ აირჩია

16-04-2024 16:30:38 პოლიტიკა

პარლამენტმა 90-ხმიანი კვორუმით ცესკოს თავმჯდომარეობისა და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატები ვერ აირჩია.

ცნობილია, რომ კენჭისყრა მომდევნო სასესიო კვირას გაიმართება და საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული ახალი წესების თანახმად, მათი არჩევა 5-წლიანი უფლებამოსილების ვადით უბრალო უმრავლესობით მოხდება. მანამდე კანდიდატებს მხარი დაუჭირა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა.

როგორც დაანონსებული იყო, კანდიდატურებს ჯამში პარლამენტისგან 91-ხმიანი მხარდაჭერა აქვთ, მაგრამ იმის გამო, რომ დღევანდელ სხდომას უმრავლესობის ყველა დეპუტატი არ ესწრებოდა, სათანადო კვორუმი ვერ შეგროვდა. 85-მომხრე, 13 - წინააღმდეგი - ასეთი იყო დღევანდელ კენჭისყრისას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი გიორგი კალანდარიშვილის შედეგი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის 3 წევრის თანამდებობებზე ასარჩევად წარმოდგენილი არიან მაია ზარიძე, გიორგი შარაბიძე და გია ცაცაშვილი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები