ფოტიგა – "აგენტების კანონზე": ის არ არის მიმართული ქვეყანაში რუსეთის მზარდი გავლენის წინააღმდეგ

16-04-2024 15:31:45 პოლიტიკა

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა „ქართული ოცნების” მიერ "აგენტების" შესახებ კანონპროექტის ინიციირებას ეხმიანება და იმედს გამოთქვამს, რომ „მთავრობა თავს შეიკავებს ისეთი ნაბიჯებისგან, რომლებმაც შესაძლოა ააცილოს ქვეყანა ევროატლანტიკურ გზას”.

„ქართველებმა კარგად იციან, რომ მათი ქვეყნისთვის რეალური საფრთხე დასავლეთიდან კი არა, სხვა კონკრეტული მიმართულებიდან მოდის. გასაგებია, რატომ დგას ამდენი ხალხი „უცხო ქვეყნის აგენტების“ კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც არ არის მიმართული ქვეყანაში რუსეთის მზარდი გავლენის წინააღმდეგ. მე მაინც იმედი მაქვს, რომ მთავრობა თავს შეიკავებს ისეთი ნაბიჯებისგან, რომლებმაც შესაძლოა ააცილოს ქვეყანა ევროატლანტიკურ გზას”. – დაწერა ევროპარლამენტარმა X-ზე.

პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა "აგენტების" შესახებ კანონპროექტს მხარი 15 აპრილს დაუჭირა. 16 აპრილს მას პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით განიხილავენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები