აქუბარდია: „არა რუსულ კანონს“ ჩემთვის ნიშნავს, "არა ანტიქართულ კანონს“

16-04-2024 15:19:07 პოლიტიკა

ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას თქვა, რომ „არა რუსულ კანონს“ მისთვის ნიშნავს, „არა ანტიქართულ კანონს“.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანონპროექტი მოქალაქეებს ყოფს და აპირისპირებს.

მან მადლობა გადაუხადა დემონსტრანტებს.

„თქვენ გაღიზიანებთ სიტყვა „რუსული კანონი“. მე გეტყვით, რომ ეს კანონი ანტიქართულია, რადგან კანონი ყოფს და აპირისპირებს ჩვენს მოქალაქეებს. ქმნის საფრთხეებს ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან. მთავარი ღირებულება, რომელიც საქართველოსთვის მარადიული იყო - თავისუფლება, დემოკრატია, კეთილდღეობა მშვიდობა - ამ ყველაფერს საფრთხეს უქმნის. მოცემულობაში, როდესაც თქვენ ღირსებაზე საუბრობთ, გავიწყდებათ ის ღირებულება, რომელიც თავისუფლებაზე, დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტზე გადის. არა იმ სუვერენიტეტზე, რომელიც გარედან, ოკუპანტი ქვეყნიდან არის თავმოხვეული, არამედ იმ სუვერენიტეტზე, რომელსაც ჩვენი ხალხი აქ წყვეტს. სწორედ ამ ღირებულებიდან გამომდინარე, ჩვენ ვიბრძოლეთ იმისთვის, რომ ვყოფილიყავით დამოუკიდებლები და ამ ღირებულებებიდან გამომდინარე დგას დღეს ხალხი გარეთ, რომ თქვან - „არა რუსულ კანონს“, რაც ჩემთვის ნიშნავს, რომ - არა ანტიქართულ კანონს“, - აღნიშნა აქუბარდიამ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები