რაქვიაშვილი: ჩვენს რეალობაში ამერიკელებთან დაპირისპირება შინაარსობრივად რუსობას ნიშნავს!

16-04-2024 14:27:19 პოლიტიკა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “გირჩის“ დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ჰკითხა, პარტნიორების მტრად მოკიდების პირობებში ვის იმედად ტოვებენ ქვეყანას?

"ყველაფერი ლევან მურუსიძის დაცვას გადავაყოლეთ.მესმის, რომ „ქართული ოცნების“ ძალაუფლება ამაზე შეიძლება იდგეს, მაგრამ გადავიმტერეთ აშშ, გადავიმტერეთ ევროპელები და ალტერნატივა რა არის?! რის იმედზე ვართ?!",– თქვა რაქვიავილმა და ხაზი გაუსვა, რომ "ჩვენს რეალობაში ამერიკელებთან დაპირისპირება შინაარსობრივად რუსობას ნიშნავს!".

მისი თქმით, "აგენტების" შესახებ კანონპროექტი შინაარსობრივად აშშ-ს წინააღმდეგ მიმართული კანონია, ხოლო ახლა ამერიკელებთან დაპირისპირება რუსეთისთვის სასარგებლო ქმედებაა.

“აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება პასუხობს კითხვას, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში - კანონპროექტი, რომელსაც ბევრი რუსულს ეძახის, შინაარსობრივად აშშ-ს წინააღმდეგ მიმართული კანონია. აშშ-ის რეაქციაც ამაზე მიუთითებს და ჩანს ისიც, თუ რამ გამოიწვია ეს - აშშ გვეუბნება, "მიხედეთ სასამართლოს". კითხვა დადის მარტივ ამბამდე - აქვს თუ არა აშშ-ს ლეგიტიმური უფლება, რომ ჩვენს საქმეში ჩაერიოს და გვითხრას, შეცვალეთ სასამართლო? ჩემი აზრით, ამის სრული ლეგიტიმაცია აქვთ, რადგან თქვენ აშშ-ს იქეთ ვთხოვთ დახმარებას, ჩვენ ვთხოვთ დაცვას, ამერიკელებზე დგას ჩვენი უსაფრთხოება და ზოგადად ამერიკა არის ქვეყანა, რომელიც ჩვენ მოგვწონს. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე მომწონს აშშ-ის სასამართლო სისტემა, აშშ-ის თავისუფალი ხალხი, აშშ-ის სიტყვის თავისუფლება, დეცენტრალიზაცია. აშშ-შიც ბევრი ცუდი რამ ხდება, მაგრამ ჯერჯერობით ამაზე უკეთესი ქვეყანა არ არსებობს".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები