ზელენსკი: უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებს რაკეტები ამოეწურათ, რამაც ტრიპოლიეს თბოელექტროსადგურის განადგურება გამოიწვია

16-04-2024 13:52:26 მსოფლიო

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებს რაკეტები ამოეწურათ რუსეთის საავიაციო თავდასხმის მოსაგერიებლად, რამაც ტრიპოლიეს თბოელექტროსადგურის განადგურება გამოიწვია, - ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ PBS-თან ინტერვიუში ისაუბრა. საუბარია 11 აპრილის თავდასხმაზე.

"უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებს რაკეტები ამოეწურათ რუსეთის საავიაციო თავდასხმის მოსაგერიებლად, რამაც ტრიპოლიეს თბოელექტროსადგურის განადგურება გამოიწვია",– თქვა ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ ნატომ ისეთივე აქტიური დახმარება უნდა გაუწიოს უკრაინას რუსეთი საჰაერო თავდასხმების მოგერიებაში, როგორც ირანის საავიაციო და სარაკეტო იერიშის დროს ალიანსის არაწევრ ისრაელს დაეხმარა.

უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, 11 აპრილს რუსეთის არმია ხარკოვის, ზაპორიჟიის, ლვოვისა და კიევის რეგიონებში გენერაციის ობიექტებსა და გადამცემ სისტემებზე მიიტანა მასირებული იერიში. რუსეთის თავდასხმის შედეგად, სრულიად განადგურდა ტრიპოლიეს თბოელექტროსადგური, რომელიც კიევიდან 20 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები