აკუნინი: საქართველო სრიალებს იმავე ფერდობზე, საიდანაც რუსეთი უფსკრულში გადაიჩეხაპუტინიზმი ცდილობს თქვენს სახლში დამკვიდრებას

16-04-2024 13:09:11 საზოგადოება

ქართული წარმოშობის მწერალი ბორის აკუნინი (გრიგოლ ჩხარტიშვილი) საქართველოში "აგენტების" შესახებ კანონის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და რუსულ პრაქტიკასთან ავლებს პარალელს.

"საქართველო ჩემთვის უცხო არ არის. დავიბადე საქართველოში, მყავს ბევრი ნათესავი და მეგობარი. და ჩემთვის შემაშფოთებელია დანახვა, როგორ სრიალებს დემოკრატიული ქვეყანა იმავე ფერდობზე, საიდანაც რუსეთი უფსკრულში გადაიჩეხა.

ჩვენ უნდა გვეშინოდეს არა პოლიტიკური ოპოზიციის ან პრესის, არამედ პუტინიზმისგეშინოდეთ არა მხოლოდ გარედან, არამედ შიგნიდან შემოჭრის. და ეს არის ზუსტად ის, რაც ახლა ხდება. პუტინიზმი ცდილობს შენს სახლში დამკვიდრებას - შენივე ხელისუფლების ინიციატივით. თქვენ ამ ინფილტრატორს მოგვიანებით ვერ გაასახლებთ. ის შეჭამს საქართველოს, როგორც სიმსივნე.

ჩვენ ეს ვიცით, გავიარეთ. ჯერ "უცხოური აგენტები", შემდეგ "მეხუთე კოლონა", შემდეგ "ტერორისტები და ექსტრემისტები" და შემდეგ საქართველოს არ ეყოლება მეგობრები პუტინის რუსეთის გარდა. კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება ორთავიანი არწივის ფრთის ქვეშ.

ქართველებო, არ მისცეთ ამის გაკეთებას უფლება. დაიცავით თქვენი თავისუფლება"– წერს აკუნინი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა აკუნინი "უცხოელ აგენტად" გამოაცხადა, "ექსტრემისტებისა და ტერორისტების" რეესტრში შეიყვანა და მის ნაწარმოებებზე შექმნილი სპექტაკლები გააუქმა.

აკუნინი გაერთიანებულ სამეფოში ცხოვრობს. მან რუსეთი 2014 წელსყირიმის ანექსიისა და დონბასში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ დატოვა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები