"ახლა უნდა გაჭყლიტონ" – კრემლის პროპაგანდისტი ელისაშვილსა და ზურაბიშვილზე

16-04-2024 12:37:27

რუსი ულტრანაიცლონალიტი იდეოლოგი, ანტიგლობალისტი ფილოსოფოსი, კრემლისა და ე.წ. რუსული სამყაროს პროპაგანდისტი ალექსანდრ დუგინი კიდევ ერთხელ გამოახმაურა საქართველოში "აგენტების კანონის" გამო მიმდინარე პროცესებს და ამბობს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ახლა უნდა გაჭყლიტონ დაუნანებლა".

"საქართველოში ისევ გამწვავდა სიტუაცია გონიერ ქართველებსა და რუსეთის ფედერაციაში აკრძალულ ლგბტ-ს გაცოფებულ მხარდამჭერებს შორის. აი, ეს არის სწორედ ის მომენტი, როცა ქართულმა ოცნებამ საქმეს ხელი სრული სერიოზულობით უნდა მოკიდოს. ოცნების ლიდერზე ვიღაც ცოფიანი ლგბტ არსების თავდასხმა არის აგრესიის პირდაპირი აქტი. თუ ქართველებისთვის საქართველო ძვირფასია, მაშინ ქვემძრომი ახლა უნდა გაჭყლიტონ და თან დაუნდობლად აშშ-ის აგენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად. იქ პრეზიდენტი არაფერს წარმოადგენს და უმოკლეს დროშია შესაძლებელი შეცვლა. და საქართველოს ნამდვილი პატრიოტის არჩევა. მხოლოდ ნება იქნება საკმარისი. რკინის ხელის დროა. ქართველები ასეთები არიან, როგორც ისტორია გვასწავლის. დროა გაიხსენონ, როგორ კეთდება ეს." – დაწერა რუსმა პროპაგანდისტმა.

მანამდე თქვა, რომ საქართველოს ახლა "სტალინი სჭირდება", ასევე, შეაქო საქართველოს ხელისუფლება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები