IAEA – ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე: ბირთვულ ინციდენტს ვუახლოვდებით

16-04-2024 11:08:28 მსოფლიო

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ გაერო-ს უშიშროების საბჭოს განუცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ბირთვული ინციდენტის საფრთხე ემუქრება. ევროპაში ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგური რუსებმა 2022 წლის მარტში დაიპყრეს.

„ჩვენ ბირთვულ ინციდენტს ვუახლოვდებით. ეს თავდასხმები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს“, - განაცხადა რაფაელ გროსიმ.

მან თქვა, რომ 7 აპრილს დრონებით თავდასხმის შედეგად მთავარი რეაქტორის სტრუქტურა დაზიანდა. სტრუქტურის დაზიანება ზედაპირული იყო, მაგრამ თავდასხმა "ძალიან საშიშ პრეცედენტს ქმნის".

"საბედნიეროდ, მას რადიოლოგიური ინციდენტი არ მოჰყვა, მაგრამ ეს რისკს მნიშვნელოვნად ზრდის, რადგან ბირთვული უსაფრთხოება უკვე საფრთხის ქვეშ არის“, - აღნიშნა რაფაელ გროსიმ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები