იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა

16-04-2024 11:00:56 პოლიტიკა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა.

კერძოდ, კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატს გიორგი კალანდარიშვილს და ცესკოს ე.წ. პროფესიული წევრობის 3 კანდიდატს: მაია ზარიძეს, გიორგი შარაბიძეს და გია ცაცაშვილს მოუსმინეს. დეპუტატებმა ყველა მათგანს ერთხმად დაუჭირეს მხარი.

“საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებებით, პარლამენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცესი სამ ეტაპიანია: პირველ კენჭისყრაზე 90 ხმა იქნება საჭირო. იმ შემთხვევაში კი, თუკი 90 ხმა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, წარდგენილი კანდიდატის არჩევა 76 ხმით მოხდება. კონკრეტული კანდიდატებისთვის 76 ხმით მხარდაჭერის მიღება ორჯერ იქნება შესაძლებელი. 76 ხმით არჩეული კანდიდატები უფლებამოსილების განხორციელებას 5 წლის ვადით დაიწყებენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები