უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი გაანადგურეს

16-04-2024 10:17:06 მსოფლიო

რუსულმა ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ კვლავ გამოიყენეს Shahed-ის ტიპის დრონები, თუმცა ყველა მათგანი საჰაერო ძალებმა და უკრაინის თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა გაანადგურეს, - იტყობინებიან უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებიდან.

მათივე ინფორმაციით, რუსებმა წუხელ უკრაინას დროებით ოკუპირებული ყირიმიდან Shahed-ის ტიპის 9 დრონით შეუტიეს.

უკრაინელმა სამხედროებმა დრონები გაანადგურეს ექვს ოლქში: ხერსონის, მიკოლაივის, ხმელნიცკის, პოლტავას, ჩერკასისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში.

რუსული ძალები უკრაინის ქალაქებს რეგულარულად უტევენ სხვადასხვა ტიპის იარაღით.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები