რუსეთმა ნალჩიკის მახლობლად „კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი“ აამოქმედა

11-04-2024 13:17:39 კავკასია

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა „კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი“ დააწესა ყაბარდო-ბალყარეთის ადმინისტრაციული ცენტრის, ქალაქ ნალჩიკის ნაწილსა და ჩერეკსკის რაიონში.

რუსეთის უშიშროება ირწმუნება, რომ მიიღო ინფორმაცია „ტერორისტულ საქმიანობასთან“ კავშირის მქონე პირთა ადგილსამყოფლის შესახებ.

ამტკიცებენ, რომ მათ ცეცხლი გაუხსნეს დანებების შეთავაზების საპასუხოდ.

მოგვიანებით, რუსეთის ფედერაციის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტმა გაავრცელა ინფორმაცია ოპერაციის დროს დაიღუპა ორი ადამიანის შესახებ, რომლებიც „გეგმავდნენ ტერორისტულ თავდასხმებს და დივერსიებს“. მოხსენებაში ნათქვამია, რომ უშიშროების ძალებს და სამოქალაქო პირებს შორის არავინ დაშავებულა. არაფერი უთქვამთ, დააკავეს თუ არა ვინმე. არც დაღუპულების შესახებ არის რაიმე ცნობილი.

რუსეთის ფედერაციის სუბიექტის, ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის ჩერეკსკის რაიონი, სადაც „კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი“ მოქმედებს, სამხრეთით საქართველოს ესაზღვრება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები