მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები Forbes-ის მიხედვით

02-04-2024 20:15:59 ეს საინტერესოა

ფრანგი ბიზნესმენი, ბრენდების Louis Vuitton-ის, Fendi-ის, Givenchy-ის და სხვათა მფლობელი ბერნარ არნო, ამერიკული გამოცემის Forbes-ის მიხედვით, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიის სათავეში კიდევ ერთხელ მოხვდა. არნოს ქონება 233 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

გასულ წელს ბიზნესმენი რეიტინგში ასევე პირველ ადგილზე იყო $211–მილიარდიანი ქონებით. ამრიგად, არნოს ქონება წელიწადში 10%-ით გაიზარდა.

Forbes-ის სიაში მეორე ადგილი წელს Tesla-სა და SpaceX-ის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა დაიკავა $195 –მილიარდიანი ქონების მფლობელობით. მილიარდერმა გასული წლის შედეგი გააუმჯობესა - მაშინ მისი ქონება 180 მილიარდ დოლარად შეფასდა. თუმცა, მასკმა ვერ გადალახა 2022 წელს 219 მილიარდი დოლარით დამყარებული საკუთარი რეკორდი.

სიაში მესამე ადგილზეა Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი, რომლის ქონება 194 მილიარდი დოლარია.

Forbes-ის უმდიდრესი ბიზნესმენების ხუთეულში ასევე მოხვდნენ Meta Corporation-ის ხელმძღვანელი მარკ ცუკერბერგი და Oracle-ის დამფუძნებელი ლარი ელისონი.

ყველაზე მეტი მილიარდერი – 813 ადამიანი – შეერთებულ შტატებშია. უმდიდრესი ამერიკელების მთლიანმა ქონებამ 5,7 ტრილიონ დოლარს მიაღწია. მეორე ადგილი ჩინეთმა შეინარჩუნა 473 მილიარდერით. მეოთხე ადგილზეა ინდოეთი 200 კაცით, რაც რეკორდული მაჩვენებელია მის ისტორიაში.

გერმანიამ და რუსეთმა მილიარდერების რაოდენობით მეოთხე და მეხუთე ადგილი დაიკავეს - შესაბამისად 132 და 125.

ეს ჟურნალის მიერ დაფიქსირებული რუსი მილიარდერების რეკორდული მაჩვენებელია. წინა მაქსიმუმი, 121, დაფიქსირდა 2021 წელს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისა და უპრეცედენტო სანქციების წინ.

ჟურნალი აღნიშნავს, რომ სია შეიძლებოდა კიდევ უფრო მოცულობითი გამხდარიყო, მაგრამ რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმის შესახებ განცხადებების გამო, ჟურნალისტებმა 10 ადამიანი არიცხეს, სხვა სახელმწიფოების მოქალაქეებად.

Forbes-მა ნავთობკომპანია Lukoil-ის დამფუძნებელი ვაგიტ ალეკპეროვი დაასახელა უმდიდრეს რუსად 28,6 მილიარდი დოლარის ქონებით.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები