ოლექსი დანილოვი მოლდოვაში უკრაინის ელჩად დაინიშნა

29-03-2024 22:34:10 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვაში უკრაინის ახალი ელჩის თანამდებობაზე ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს ყოფილი მდივნის ოლექსი დანილოვის კანდიდატურა დაამტკიცა.

"ოლექსი დანილოვი გააგრძელებს მუშაობას დიპლომატიურ სფეროში. მე დავამტკიცე მისი კანდიდატურა მოლდოვის რესპუბლიკაში ჩვენი სახელმწიფოს ახალი ელჩის თანამდებობაზე.", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, მოლდოვა უკრაინისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი სახელმწიფოა როგორც რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევების, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის თვალსაზრისით.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის თანამდებობიდან ოლექსი დანილოვი ზელენსკიმ 26 მარტს გაათავისუფლა. დანილოვი თანამდებობაზე საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილმა უფროსმა ალექსანდრე ლიტვინენკომ შეცვალა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები