29-03-2024 17:13:35
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელს ბუდუ ზივზივაძეს „კარლსრუეში“ ემოციური დახვედრა მოუწყვეს.
„ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ ჩვენი თავდამსხმელი გუნდში დაბრუნდა! ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ბუდუს თბილად დავხვედროდით“, – აღნიშნულია „კარლსრუეს“ ოფიციალური გვერდის განცხადებაში.
ფეხბურთელები ზივზივაძეს საქართველოს დროშებითა და ცეკვით შეეგებნენ.