რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა ტურისტებისთვის ჩარტერული რეისების განსახორციელებლად ემზადებიან

29-03-2024 16:51:48 მსოფლიო

რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის დელეგაციებმა განიხილეს პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხი, მხარეები მზად არიან, ტურისტებისთვის ჩარტერული ფრენები განახორციელონ, – განუცხადა რუსეთის სახელმწიფო სააგენტო "რია ნოვოსტის" რუსეთის ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ხელმძღვანელმა ალექსანდრე კოზლოვმა.

ერთი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი სერგეი ნარიშკინი იმყოფებოდა ჩრდილოეთ კორეაში, სადაც მოლაპარაკებები გამართა ადგილობრივ კოლეგასთან. იტყობინებიან, რომ "შეხვედრაზე განიხილეს საერთაშორისო ვითარება, რეგიონული უსაფრთხოება, საგარეო ძალების მხრიდან ზეწოლის ქვეშ თანამშრომლობის გაღრმავება".

გასულ შემოდგომაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუს ტურისტებს ჩრდილოეთ კორეაში დასვენება ურჩია. 2024 წლის თებერვალში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეაში ახალი ტურისტულ ბაზას აშენებენ რუსებისთვის.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები