უკრაინამ კიდევ 121 დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა

29-03-2024 16:37:49 მსოფლიო

უკრაინამ კიდევ 121 დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დააბრუნა. ამის შესახებ უკრაინის სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბი იტყობინება.

შტაბის ცნობით, მათ მოახერხეს 12 სამხედროს ცხედრის გადასვენება, რომლებიც იბრძოდნენ ლუგანსკის მიმართულებით, 107 – დონეცკის მიმართულებით და კიდევ ორი – ​​ზაპოროჟიედან.

ცხედრებისა და ნეშტების ტრანსპორტირებას სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისა და სასამართლო ექსპერტებისთვის გადასაცემად ახორციელებს უკრაინის შეიარაღებული ძალები. იდენტიფიცირების შემდეგ ცხედრები დაკრძალვის მიზნით ოჯახებს გადასცემენ.

რუსულ მხარეს ჯერ არ გამოუქვეყნებია ინფორმაცია სამხედროების ცხედრების გაცვლის შესახებ.

ბოლოს უკრაინამ 100 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა, რუსეთმა – 69.

პროცესში ჩართულია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები