იუსტიციის სახლი განმარტავს, რატომ არის შეფერხებული სერვისების გაცემა

29-03-2024 16:24:43 საზოგადოება

იუსტიციის სახლი განმარტავს, რატომ არის შეფერხებული სერვისების გაცემა.

"გაცნობებთ, რომ იუსტიციის სამინისტროს სისტემისგან დამოუკიდებლად წარმოქმნილი გლობალური ტექნიკური ხარვეზის გამო, იუსტიციის სახლის ფილიალებში შეფერხებულია სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“, სსიპ „საქართველოს ეროვნული არქივის“, სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ და სსიპ „საქართველოს ნოტარიუსთა პალატის“ სერვისების გაცემა.

ხარვეზის აღმოსაფხვრელად მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები.

აღდგენის შემდეგ იუსტიციის სახლი მუშაობას სამუშაო საათების შემდეგაც, 23:00 საათამდე გააგრძელებს, რათა მომხმარებლებმა, რომლებიც ხარვეზის გამო შეფერხდნენ მომსახაურების მიღება შეძლონ.ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!", – ნათქვამია იუსტიციის სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები