გერმანელი დიპლომატი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ესკალაციას ელის: "პუტინის სისასტიკეს საზღვრები არ აქვს"

29-03-2024 14:04:22 მსოფლიო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანნალენა ბარბოკს არ აქვს იმედი, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომი სწრაფად დასრულდება. Funke Media Group-თან გაკეთებულ განცხადებას Tagesspiegel ციტირებს.

ბერბოკი ელის უკრაინის ბრძოლის ველზე ვითარების გამწვავებას, რადგან „პუტინის სისასტიკეს საზღვრები აღარ აქვს“.

„ის [პუტინი - რედ.] ცხადყოფს, რომ არ იღებს რაციონალურ არგუმენტებს და კაცობრიობის ღირებულებებს. და რა თქმა უნდა, არ სურს მოლაპარაკება“, - აღნიშნა მინისტრმა.

ამავე დროს, მან დასძინა, რომ კრემლის ლიდერი ვერ შეძლებს მსოფლიოს დაშინებას თავისი „დეჰუმანიზაციის კურსით“.

ბერბოკის თქმით, პუტინმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ არაერთხელ გამოსცადა ევროპის ერთიანობა.

"პუტინი არ აწარმოებს ომს მხოლოდ თავისი სამხედროების დახმარებით. ის ასევე იყენებს ყალბ ამბებს, მანიპულაციებს და მიზანმიმართულ გავლენას - ჩეხეთის მთავრობის ბოლოდროინდელი გამოვლენა მხოლოდ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ სურს რუსეთს, ძირი გამოუთხაროს ჩვენს დემოკრატიებს", - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ბერბოკმა პარტნიორებს მოუწოდა, არ დაუშვან ამ ომში უკრაინის დამარცხება. მანამდე უკრაინის პრეზიდენტი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ რუსეთი მაისის ბოლოსთვის მასირებულ შეტევას ამზადებს და რომ უკრაინას ახლა სჭირდება დახმარება.

"შეუძლებელია წარმოიდგინო, რა მოხდება, თუ ის დამარცხდება... თუ პუტინი გაიმარჯვებს, ევროპის, ყველა ჩვენგანის უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ დადგება. უკრაინის მხარდაჭერა ჩვენივე უსაფრთხოების გარანტიაა", - განაცხადა მინისტრმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები