ყაზახეთი რუსულ ბანკებს ჩინური, თურქული და კორეული საკრედიტო ორგანიზაციებით ანაცვლებს

29-03-2024 13:30:45 მსოფლიო

ყაზახეთის ხელისუფლება აპირებს, მიიზიდოს ჩინური, თურთული და სამხრეთ კორეული ბანკები, რათა ჩაანაცვლოს რუსული

ეთიდან, თურქეთიდან და სამხრეთ კორეიდან ბანკების შვილობილი კომპანიების მოზიდვას ქვეყანაში, რათა მათ ჩაანაცვლოს რუსული Sberbank, VTB და Alfa Bank, განაცხადა ნურლან აბდრახმანოვმა, ფინანსური ბაზრის რეგულირებისა და განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ.

„2022 წელს მომხდარი მოვლენების გამო, ამ ბანკებმა შეწყვიტეს მუშაობა და პრაქტიკულად დატოვეს ბაზარი“, - განმარტა აბდრახმანოვმა. შედეგად, მისი თქმით, რუსული საკრედიტო ინსტიტუტების მომხმარებლები გადავიდნენ ყაზახეთის ბანკებში, რამაც გაზარდა მათი „კონცენტრაცია სისტემაში“.

ამიტომ, ქვეყანას სჭირდება ყაზახური ბანკების მსხვილი უცხოელი კონკურენტები, რათა ბაზრის სტიმულირება მოხდეს სასესხო განაკვეთების შემცირების მიზნით, – განმარტა აბდრახმანოვმა.

ამავე დროს, მან განმარტა, რომ ჩინური ICBC, TPBC Bank, Shinhan Bank და კორეული ბანკის შვილობილი კომპანიები რესპუბლიკაში უკვე ფუნქციონირებენ, მაგრამ ისინი საკმარისად აქტიურები არ არიან. ყაზახეთში ბიზნესის განვითარებისადმი ინტერესის გასაზრდელად ფინანსური ბაზრის მარეგულირებელი საკანონმდებლო ცვლილებებს ამზადებს.

უმსხვილესი რუსული ბანკები იძულებულნი გახდნენ, შეეზღუდათ თავიანთი ბიზნესი ყაზახეთში საერთაშორისო სანქციების გამო.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები