იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სავაჭრო სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

29-03-2024 13:06:50 მსოფლიო

28 მარტს იაპონიის მთავრობამ დაამტკიცა გადაწყვეტილება, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სავაჭრო სანქციები, როგორც უკრაინაში ომის გაჩაღებისთვის შემოღებული ეკონომიკური შეწღუდვების ნაწილი.

იაპონიის პარლამენტმა განაცხადა, რომ 2022 წლის აპრილში რუსეთს ჩამოერთვა სავაჭრო შეღავათები, როგორიცაა, მაგალითად, დაბალი ტარიფები.

ტოკიოს მიერ დაწესებული შეზღუდვები მოქმედებს ერთი წლით და ვადის ამოწურვის შემდეგ ქვეყნის მთავრობა მათ კიდევ ერთი წლით ახანგრძლივებს.

ფინანსთა მინისტრმა შუნიჩი სუზუკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „იაპონია, საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანამშრომლობით, გააგრძელებს და გაზრდის ზეწოლას რუსეთზე იმ ომის გამო, რომელიც მან უკრაინის წინააღმდეგ 2022 წლის თებერვალში დაიწყო“.

2025 წლის მარტის ბოლომდე იაპონიაში რუსული იმპორტი გაზრდილ გადასახადს დაექვემდებარება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები