ნიდერლანდები ლიეტუვაშიც განათავსებს Patriot–ის სისტემებს

29-03-2024 12:46:20 ევროპა ,მსოფლიო

ნიდერლანდები ამ ზაფხულს ლიეტუვაში Patriot–ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს განათავსებს.

როგორც ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, სწავლებისთვის სისტემები ქვეყანაში რამდენიმე კვირის განმავლობაში დარჩება.

„ნატოს როტაციული საჰაერო თავდაცვის მოდელის ფარგლებში, ნიდერლანდები ჩაატარებს წვრთნებს ლიეტუვაში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე ერთობლივი საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად“, - ნათქვამია განცხადებაში.

ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრომ მადლობა გადაუხადა ჰოლანდიელ კოლეგებს ამ გადაწყვეტილების გამო.

კვირას სამხრეთ ლიეტუვაში დაიწყო არმიის ბრიგადის ერთკვირიანი სამეთაურო სწავლება "რკინის მგელი". მანამდე გაიმართა სწრაფი რეაგირების ჯგუფების სწავლება ბელარუსის ატომური ელექტროსადგურიდან რადიაციის შესაძლო გაჟონვის საპასუხოდ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები