რუსეთი ბელგოროდის ოლქზე დრონით თავდასხმის შესახებ იუწყება

29-03-2024 09:58:08 მსოფლიო

რუსეთი ბელგოროდის ოლქზე დრონით თავდასხმის შესახებ იუწყება.

"ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობდა ბელგოროდსა და ბელგოროდის ოლქის თავზე. ქალაქთან მიახლოებისას ჩამოაგდეს 15 საჰაერო სამიზნე. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ ყოფილა", - წერს ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი სოციალურ ქსელში.

მისი ინფორმაციით, ბელგოროდში საჰაერო თავდასხმის შედეგად 17 საცხოვრებელი კორპუსის 37 ბინაში მინები ჩამსხვრეულია, ერთ-ერთ კორპუსში ჭურვის ფრაგმენტებმა ძლიერ დააზიანა ერთ-ერთი ბინის აივანი. ამასთან, წინასწარი მონაცემებით, ნამსხვრევებით 12 ავტომობილი დაზიანდა.

.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები