მედია: ჩეხეთის ინიციატივის ირგვლივ შეთანხმება შედგა, უკრაინა 1 მილიონ ჭურვს მიიღებს

28-03-2024 23:22:21 მსოფლიო

ჩეხეთის ინიციატივის მონაწილეებმა უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების ევროპის გარეთ შეძენის თაობაზე შეთანხმებას ხელი მოაწერეს, რომლის მიხედვითაც კიევი მიიღებს 1 მილიონ საბრძოლო მასალას - დაგეგმილზე მეტს. ამის შესახებ იტალიური გამოცემა Corriere della Sera 28 მარტს საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

გამოცემის ცნობით, თავდაპირველად საუბარი 800 ათასი ჭურვის შეძენაზე: 500 ათასი 155 მმ–იანი და კიდევ 300 ათასი 122 მმ-იანი, მაგრამ ჩეხებმა კიდევ 200 ათასი ჭურვი იპოვეს.

„არ არის ცნობილი, რომელი კომპანიები იყო სამიზნე, მაგრამ ხმები მიუთითებს სამხრეთ კორეაზე, თურქეთზე და სამხრეთ აფრიკაზე“ - წერს გაზმოცემა.

გარდა ამისა, Corriere della Sera-ს თანახმად, უკრაინამ შესაძლოა, საბრძოლო მასალის პირველი პარტიები მიიღოს არა ივნისში, როგორც მანამდე ანონსდებოდა, არამედ უკვე აპრილში.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა გამოაცხადა, რომ მან იპოვა 800 ათასი ჭურვი უკრაინისთვის, რომლის შეძენა და უკრაინაში გაგზავნა რამდენიმე კვირაში იქნება შესაძლებელი, „თუ თანხები მოიძებნება“. Financial Times-ის შეფასებით, პრაღა ცდილობდა 1,5 მილიარდი დოლარის მოზიდვას საბრძოლო მასალისთვის. ინიციატივას 15-მდე ქვეყანა შეუერთდა, მათ შორის კანადა, დანია და საფრანგეთი.

მარტის დასაწყისში ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ გამოაცხადა, რომ ჩეხეთმა და მისმა პარტნიორებმა მოახერხეს სახსრების მოპოვება უკრაინისთვის 300 ათასი საარტილერიო საბრძოლო მასალის პირველი პარტიის შესაძენად.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები