სოხუმის  აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის გასახლება იგეგმება

28-03-2024 15:47:27 კონფლიქტები

სოხუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან მაცხოვრებლების გასახლება იგეგმება, იუწყება ადგილობრივი მედია.

ირკვევა, რომ 27 მარტს აფხაზეთის ე.წ. ენერგეტიკის მინისტრი ჯანსუხ ნანბა ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, სადაც რამდენიმე ათეულმა ადამიანმა გამოთქვა პროტესტი.

„შესაძლოა, ვინმე დათანხმდეს გადასვლას, მაგრამ ამას ყველა არ ეთანხმება, თუნდაც კომპენსაცია გადაუხადონ“, - აღნიშნეს შეხვედრის მონაწილეებმა.

თავად ნანბამ განაცხადა, რომ ინფორმაცია აეროპორტის მახლობლად მცხოვრებლების გადასახლების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

ამასთან, მან აღიარა, რომ განიხილება „აეროპორტის გრძელვადიანი განვითარების გეგმა“.

იხილეთ ასევე: რუსეთის ეკონომიკის სამინისტრო: "სოხუმის აეროპორტი პირველ საცდელ რეისს რუსეთიდან წელს მიიღებს"

ახალი ამბები

სხვა სიახლეები