პესკოვის მტკიცებით, ტერაქტისას ხალხის გადასარჩენად ზომები პირველივე წუთებში მიიღეს –  რეალურად ძალოვანები ადგილზე საათნახევრის შემდეგ მივიდნენ

28-03-2024 15:16:44 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ირწმუნება, რომ "კროკუს სითი ჰოლზე" თავდასხმისას ადამიანების გადასარჩენად ყველა ზომა "პირველივე წუთებში“ მიიღეს. მანამდე იგივე რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ირინა ვოლკმა განაცხადა. 24 მარტს მან თქვა, რომ პოლიცია შეტევის დაწყებიდან ხუთი წუთის შემდეგ მივიდა "კროკუსის" შენობასთან. და თუ ვიმსჯელებთ უკვე ცნობილი ქრონოლოგიით, ტერორისტების წასვლამდე შვიდი წუთით ადრე.

რეალურად, როგორც "ინსაიდერი" მიუთითებს, უსაფრთხოების ძალები დარბაზთან ტერაქტის დაწყებიდან საათნახევრის შემდეგ მივიდნენ. ხალხის ხოცვა ადგილობრივი დროით დაახლოებით 20:00 საათზე დაიწყო, 20:01 საათზე დაიწყო ხალხმა დახმარების თხოვნით ზარების განხორციელება.

თავდასხმა სულ 18 წუთს გაგრძელდა. მედიის ცნობით, 20:13 საათზე ავტოსადგომი ოთხმა ტერორისტმა დატოვა. TASS-ის ცნობით, 20:33 საათზე, „მოსკოვის სპეცრაზმი და ომონიის ქვედანაყოფები საგანგებო ბრძანებით გამოიძახეს და მიდიან ადგილზე“. ასევე, TASS-ის ცნობით, 21:01 საათისთვის ხსენებული დანაყოფები ჯერ კიდევ გზაში იყვნენ.

თავად თავდამსხმელები მეორე დღეს დააკავეს - მათ თავისუფლად დატოვეს "კროკუსი" და მოახერხეს 300 კმ-ზე მეტის გავლა ერთ-ერთი მთავარი ფედერალური მაგისტრალით მაღალი სიჩქარით. მანქანა დააფიქსირა რამდენიმე საგზაო კამერამ, მაგრამ დევნა დაიწყო მხოლოდ გზატკეცილზე გასვლისას.

ტერაქტზე დიდი ხნის განმავლობაში არ რეაგირებდა ვლადიმირ პუტინიც. სროლის დროს ფედერალური არხები დიდი ხნის განმავლობაში არ ცვლიდნენ პროგრამას და გადასცემდნენ გასართობი გადაცემებს.

პუტინმა საკუთარ მოსახლეობას ტერაქტიდან 19 საათის შემდეგ მიმართა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები