უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ბოლო 7 წლის განმავლობაში პირველად სტუმრობს ინდოეთს

28-03-2024 14:47:57 მსოფლიო

ინდოეთში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას ვიზიტი დაიწყო. ეს უკრაინელი დიპლომატის პირველი ვიზიტია ამ ქვეყანაში ბოლო შვიდი წლის განმავლობაში.

კულება ნიუ-დელიში ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარის მიწვევით იმყოფება.

„უკრაინა-ინდოეთის თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ კავშირებს გავაძლიერებთ. ვოლოდიმირ ზელენსკისა და ნარენდრა მოდის დიალოგის საფუძველზე, ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას მშვიდობის ფორმულას დავუთმობთ“, - წერს დმიტრო კულება X-ზე.

ვიზიტის დაანონსებისას კულებამ თქვა, რომ ვიზიტმა შეიძლება ძალაში შეიყვანოს მიღწეული შეთანხმებები და გააგრძელოს კავშირების განვითარება.

"უკრაინა ინდოეთს როგორც გლობალურ სახელმწიფოს განიხილავს, რომელსაც ძლიერი საერთაშორისო ხმა გააჩნია. დარწმუნებულები ვართ, რომ მჭიდრო თანამშრომლობა სარგებელს ორივე ქვეყანას მოუტანს”, - დასძენდა კულება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები