ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმის გამო რუსეთში მცირდება ბენზინის წარმოება

28-03-2024 13:40:57 მსოფლიო

რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმებით გამოწვეული შდეგების გამო შემცირებას განაგრძოს ბენზინის და დიზელის საწვავის წარმოება. ამის შესახებ რუსული მედია წერს რუსეთის სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით.

18-24 მარტის კვირაში რუსეთის ქარხნებმა აწარმოეს 754,6 ათასი ტონა ბენზინი და 1,648 მილიონი ტონა დიზელის საწვავი. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში რუსეთმა აწარმოა 880 ათასი ტონა ბენზინი და 1,770 მილიონი ტონა დიზელის საწვავი. ოფიციალური სტატისტიკით, 2024 წლის მარტის ბოლოსთვის ბენზინის წარმოების წლიური კლება 14%-ია, ხოლო დიზელის საწვავის - 7%.

გასულ კვირაში მედია წერდა, რომ მარტის შუა რიცხვებისთვის, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთში სავარაუდოდ, მწყობრიდან გამოიყვანეს საავტომობილო საწვავის წარმოების 16%.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები