ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი სასამართლო პროცესი გადაიდო

28-03-2024 13:00:26 საზოგადოება ,სამართალი

მარტის აქციებზე დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლო პროცესი 8 აპრილამდე გადაიდო. მიზეზად მოსამართლემ ბრალდებულის სხდომაზე გამოუცხადებლობა დაასახელა. მოსამართლემ მან არ გაითვალისწინა გრიგორიადისის თხოვნა, საკნიდან მიეცა სასამართლო პროცესზე ჩართვის შესაძლებლობა და დასკვნითი სიტყვით გამოსვლის უფლება.

„ბრალდებული გამოცხადდება სხდომაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო ჩათვლის, რომ ის თავს არიდებს სხდომას და შესაბამისად, პროცესი მისი მონაწილეობის გარეშე გაგრძელდება”, - განაცხადა მოსამართლე ზვიად შარაძემ.

დაცვის მხარე უსაფუძვლოს უწოდებს მოსამართლის პოზიციას.

ოჯახს სამართლიანი სასამართლოს მოლოდინი არ აქვს და განაჩენის შემდეგ აპირებს, რომ შეწყალების თხოვნით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართოს.

ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც პოლიციამ 29 მარტს ე.წ. აგენტების შესახებ კანონის მიღების საწინააღმდეგო აქციებისას პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით დააკავა, ბრალი ოფიციალურად წინასწარი დაკავების იზოლატორში 30 მარტს წარუდგინეს. მისი საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში მეცხრე თვეა, გრძელდება.

მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისს ამ საქმის განხილვის პარალელურად, 25 სექტემბერს სასამართლომ წელიწად-ნახევრით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა 2 წლის წინ მამის დაჭრის ფაქტზე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები