"საქართველოსთვის" "ქართულ ოცნებას" საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების საკუთარ ხედვას სთავაზობს

28-03-2024 12:30:33 პოლიტიკა

პარტია "საქართველოსთვის" "ქართულ ოცნებასს „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარ ხედვას სთავაზობს. ოპოზიციური პარტიის ხედვა ბრიფინგზე დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა გააჟღერა. საქმე ეხება მუნიციპალურ არჩევნებზე დაწესებული 40%-იანი ბარიერის გაუქმებას.

ხედვა ითვალისწინებს შემდეგ ცვლილებებს:

საკრებულოს წევრობის კანდიდატი არჩეულად ჩაითვალოს, თუ იგი მიიღებს ნამდვილი ხმების 40%-ზე მეტს, ან თუ მის მიერ მიღებული ნამდვილის ხმების რაოდენობა ორჯერ აღემატება მხარდაჭერის მიხედვით რიგით მეორე კანდიდატის მიერ მიღებული ხმების რაოდენობას;

პროექტიდან უნდა ამოიღონ ცვლილება, რომელიც "საქართველოსთვის" შეფასებით, “მიმართულია მათ მიერ საარჩევნო ოლქებსა თუ მუნიციპალიტეტებში კონკრეტული კანდიდატების ადგილობრივ ფეოდალებად გაფორმებისკენ”.

“თუ გსურთ დემოკრატიული და არა თქვენს შიშებზე მორგებული საკანონმდებლო ცვლილებები, დაიწყეთ ამ საკითხების ასახვა კანონმდებლობაში. ასევე დავიწყოთ ჩვენ მიერ უკვე დაყენებული საკითხის - პრეზიდენტის კვლავ ხალხის მიერ, პირდაპირი არჩევისთვის საჭირო ცვლილებების მომზადება”, - თქვა ბექა ლილუაშვილმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები