ექიმი: შენგელიას მოტეხილობა აქვს, თუმცა რამდენიმე კვირაში მწყობრში იქნება

28-03-2024 11:48:48

საქართველოს ეროვნული ნაკრების ექიმი დავით ხარაბაძე „მთავართან“ აცხადებს, რომ ფეხბურთელ ლევან შენგელიას კოჭ-წვივის მცირე მოტეხილობა აქვს, თუმცა რამდენიმე კვირაში ფორმაში იქნება. მან დაზიანება ერთა ლიგის ფინალურ მატჩზე მიიღო.

„საგანგაშო მაინც არაფერია, რამდენიმე კვირაში ის მწყობრში იქნება. ევრო 2024-ზე ლევან შენგელია აუცილებლად ითამაშებს",– თქვა ექიმმა.

მისივე თქმით, ხვიჩა კვარაცხელიას უბრალოდ დაჭიმულობა ჰქონდა, რადგან ფიზიკურად ძალიან დატვირთულია.

26 მარტს თბილისში ერთა ლიგის ფინალურ მატჩზე საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი დაამარცხა და ევრო 2024-ის საგზური მოიპოვა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები