ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე ორი პირი დააკავეს

28-03-2024 10:54:31 სამართალი

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 2 პირი დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, დანაშაულებრივი სქემით, ბრალდებულები დაეუფლნენ უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილ დაახლოებით 340 000 ლარს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, მოქალაქეთა ქონების მოტყუებით დაუფლების განზრახვით, ჩამოაყალიბეს სავაჭრო პლატფორმა, სადაც ფულადი თანხების ინვესტირების მოტივით, უკავშირდებოდნენ ძირითადად უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და ვაჭრობაში ვითომდა მოგების მიღების დაპირებებით, თანხები ირიცხებოდა ორგანიზებული ჯგუფის წევრების კონტროლის ქვეშ არსებულ ანგარიშებზე, რომელსაც შემდგომ ისინი თაღლითურად ეუფლებოდნენ", - წერია განცხადებაში.

გამოძიების პროცესში ბრალდებულების მმართველობის ქვეშ მყოფ თბილისში განთავსებული ქოლ-ცენტრის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა უცხოეთის მოქალაქეების პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციები.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები