Moody's-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი გააუმჯობესა

27-03-2024 11:35:54 ეკონომიკა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად, Ba2 დონეზე დაადასტურა, თუმცა გაუმჯობესებულია საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა და ის ნეგატიურის ნაცვლად სტაბილურით შეიცვალა. ორგანიზაცია წელს საქართველოში 5.5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.

პერსპექტივის გაუმჯობესების ძირითადი მიზეზი გეოპოლიტიკური რისკებისადმი საქართველოს მოწყვლადობის უფრო დაბალ დონეზე შეფასებაა. რეიტინგის ძლიერი მხარეები მაღალი ეკონომიკური ზრდა, შოკების მიმართ ეკონომიკის მდგრადობა, ძლიერი ინსტიტუციონალური ჩარჩო, ფისკალური სტაბილურობა და ინფლაციის შემცირებაა.სააგენტოს შეფასებით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 5,5 პროცენტის დონეზეა მოსალოდნელი.

დადებითად არის შეფასებული ბოლო წლებში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაღმავალი ტენდენცია და მიიჩნეულია, რომ ეს არა დროებითი, არამედ სტრუქტურული გაუმჯობესებაა, რაც ერთი მხრივ მაღალი ფისკალური დისციპლინის, ხოლო მეორე მხრივ, გატარებული რეფორმების შედეგია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები