SMS– როგორც პოლიტიკური ბრძოლის იარაღი

2018-09-14 19:35:36
147

 

საქართველოს ზოგიერთი მაცხოვრებელი იყებს მოკლეტექსტურ შეტყობინებას პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერ ირმა ინაშვილის სახელით, რომლის გამავრცელებლები სთხოვენ ადრესატებს, უპასუხონ კითხვას, სულრთ თუ არა, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა სააკაშვილ–ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადდეს. პასუხების ვარიანტებს შორის, რომელიც მითითებულ სატელეფონპ ნომერზე უნდა გაიგზავნოს, შემოთავაზებულია 1 – კი, 2– არა, 3– NoSMS.

„პატრიოტთა ალიანსში“ ადასტურებენ, რომ პარტია მოქალაქეებს შეტყობინებებს უგზავნის, რაც მისივე თქმით, ამ რეზოლუციის შინაარსის საზოგადოებამდე მიტანას ემსახურება.

"ეს რეზოლუცია ამ ეტაპზე იურიდიულ კომიტეტშია განხილვაზე. ამის გარდა, ეს იმის დემონსტრირებაა, რომ რეზოლუციის პროექტი არა ექვსი დეპუტატის მიერ, არამედ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მიერაა ინიცირებული",– განუცხადა On.ge-ს პარტიის წარმომადგენელმა ბესო ცქიფურიშვილმა.

პარტიამ იმავე შინაარსით რეზოლუცია 2 ივლისის პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დაარეგისტრირა. დოკუმენტში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და მისი ყოფილი თანაგუნდელის გიგა ბოკერიას მმართველობის პერიოდი "ავტორიტარულად" არის შეფასებული.

პროექტის განმარტებით ბარათში რეზოლუციის მიღების მიზნად განისაზღვრა საქართველოში სამართლიანობის აღდგენა, დანაშაულებრივი ქმედებების გამოძიება, გამოაშკარავება და დამნაშავეების დასჯა