ყიფშიძეს ბინა აუქციონზე გაუყიდეს:„მინდა, საქართველოს ბანკი ავაფეთქო”

2018-09-14 18:55:15
868

 

ცნობილი ქართველი მსახიობის ზურა ყიფშიძის ოჯახს ბინა აუქციონზე გაუყიდეს. ამის შესახებ ლენუკა ყიფშიძე სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე წერს: 

„საქართველოს ბანკი მინდა ავაფეთქო… ვითომ კაი ტიპები რომ არიან, არ გვაცადეს, დღეებზე იყო უკვე ბინის გაყიდვა და აუქციონზე გაგვეყიდა… მთელი ოჯახი ამის იმედზე ვიყავით. უსამართლობა არ არის? თიბისიც გვინდა რომ მივაყოლოთ… კიდე არ ჩამოვთვლი სიას ვიღაც ვიღაცეების… ბანკმა გუდიაშვილზე ბინა გაგვიყიდა… ზურა წნევებით არის გადაღებებზე და იქიდან რომ ვერაფერს აკეთებს, გიჟს ჰგავს… სამწუხაროა, რომ ზურას გვერდით არავინ დაუდგა“ – წერს ლენუკა ყიფშიძე.