ლევან ყიფიანმა "საქართველოს რკინიგზა" დატოვა

2018-09-14 15:55:23
182

 

ლევან ყიფიანმა „საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო „საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭო. მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის“, - წერს ყიფიანი.

 

ცნობისთვის: აუდიოჩანაწერში, რომელიც 10 სექტემბერს რუსთავი 2-მა გაავრცელა, სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ომეგა ჯგუფის დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილთან უჩა მამაცაშვილთან საუბრის დეტალებს უყვება. ჩანაწერში ისმის, რომ მამაცაშვილი ომეგა ჯგუფის პრობლემების მოსაგვარებლად, მთავრობასთან მოლაპარაკებას აწარმოებდა და ამ თემაზე პრემიერთან შეხვედრასაც გეგმავდა და მთავრობასთან პრობლემების მოგვარებაში ორ მილიონ დოლარს სთხოვდა.

ტელეკომპანია "იბერიამ" 7 სექტემბერს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ არხს ხელისუფლებამ დაფინანსების მთავარი წყარო გადაუკეტა:

"კომპანია ომეგა ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შედის ტელეკომპანია იბერია, პარალიზებულია. ჩვენ გაქვს ინფორმაცია, რომ ომეგა ჯგუფზე ხდება ზეწოლა, რათა ხელში ჩააგდონ იბერია. ჩვენ, ჟურნალისტები კატეგორიულად მოვითხოვთ დაუყოვნებლივ შეწყდეს დარტყმა დამოუკიდებელ მედიასა და მიეცეს მუშაობის საშუალება ომეგა ჯგუფს".

განცხადებას განცხადებითვე უპასუხეს ფინანსთა სამინისტროში. კერძოდ, უწყების თქმით, ომეგა ჯგუფში შემავალ სიგარეტის მწარმოებელ კომპანია შპს ოჯთ-ის საგადასახადო დავალიანების სახით ერიცხება 51 717 000 ლარი. სამინისტროს განმარტებით, დავალიანების ძირითად ნაწილს შეადგენს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის გადაუხდელობა. აღნიშნული დავალიანება დეკლარირებულია გადამხდელის მიერ 2015-2018 წლებში.

დღეს განცხადება გაავრცელა მამაცაშვილმაც http://accent.com.ge/ge/news/details/59278

 

აუდიოჩანაწერი გავრცელდა დღესაც http://accent.com.ge/ge/news/details/59471