სუს: "ერგნეთის შეხვედრა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად ჩაშალეს"

2018-09-14 14:54:34
173

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს.

"მიმდინარე წლის 14 სექტემბერს ერგნეთში გამართული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 89-ე შეხვედრა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად ჩაშალეს.

მათ IPRM-ის დღის წესრიგიდან არჩილ ტატუნაშვილისა და დავით ბაშარულის საკთხების ამოღება მოითხოვეს. აღნიშნული საკითხების დღის წესრიგიდან მოხსნა
და IPRM-ის ფორმატში ულტიმატუმის ენით საუბარი კატეგორიულად მიუღებელია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისათვის, რადგან სგავსი მთხოვნები
ეწინააღმდეგება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფუნდამენტურ პრინციპებს" – ნათქვამია განცხადებაში.

ოსური დელეგაციის ხელმძღვანელი ეგორ კოჩიევი მომხდარში ქართულ მხარეს ადანაშაულებს: 

„დღეს ჩვეულებრივ გამოვცხადდით შეხვედრაზე, მიუხედავად იმისა, რომ როგორც წუხელ მედიიდან შევიტყვეთ, სამხრეთ ოსეთის ორი მოქალაქე – დავით გურწიევი და ალიკ თაბოევი ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით ინტერპოლის ხაზით საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადეს. ოსური მხარისთვის მსგავსი საკითხების განხილვა მიუღებელია. შესაბამისად, ქართულ მხარეს ამ საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნა შევთავაზეთ, თუმცა უარი მივიღეთ, რის გამოც შეხვედრა პროტესტის ნიშნად დავტოვეთ“

შემდგომი შეხვედრის თარიღი ჯერ–ჯერობით უცნობია.