ვახტანგ ლაღიძე: "ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, მისი განცხადებები ომზე, არასწორად იქნა გაგებული"

2018-09-14 14:27:16
3387

“კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” დირექტორის ვახტანგ ლაღიძის განცხადებით, მან სალომე ზურაბიშვილის თანხა იმიტომ შეწირა, რომ "ზურაბიშვილი პრეზიდენტობის ღირსეული კანდიდატია".

"მე ვიყავი იმ საინიციატივო ჯგუფის წევრი, რომელმაც სალომე ზურაბიშვილი წარადგინა. ვფიქრობ, სალომე ღირსეული პრეზიდენტობის კანდიდატია" – განუცხადა "ქცენტს" ლაღიძემ.

"აქცენტი" დაინტერესდა, იზიარებს თუ არა ბიზნესმენი სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, რუსეთ–საქართველოს ომთან დაკავშირებით.

ბიზნესმენი პასუხად აცხადებს: "ჭეშმარიტი და ნათელია ის, რომ ომი რუსეთმა დაიწყო. სალომეს განცხადებებზე განმარტება იქნა გაკეთებული, მის მიერაც და სხვა პოლიტიკოსებისგანაც. ვფიქრობ, არასწორად იქნა გაგებული მისი განცხადებები, ან მოხდა მისი ინტერპრეტირება, ან რაღაც ბოლომდე არ ითქვა სწორად" – განუცხადა "ქცენტს" ლაღიძემ.

ცნობისთვის: აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილს ყველაზე სოლიდური შემოწირულება - 50 ათასი ლარი, 11 სექტემბერს, ფიზიკური პირისგან ვახტანგ ლაღიძისგან აქვს მიღებული, რომელიც “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” დირექტორია.

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში ზურაბიშვილის წინააღმდეგ კამპანია დაიგეგმა http://accent.com.ge/ge/news/details/59480