ბიზნესმენებმა ზემო ლარსის ალტერნატივა დაასახელეს

2018-08-10 11:40:58
809

ზემო ლარსზე სატრანსპორტო ვითარების გასაუმჯობესებლად ბიზნესმენებმა ახალი პროექტი მოამზადეს.

„რუსეთ –საქართველოს ურთიერთობების აღორძინებისა და განვითარების ფონდის“ დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა დავით ცეცხლაძემ „სპუტნიკ– საქართველოს“ ალტერნატიული სატრანსპორტო გზის – მეზობელი აზერბაიჯანის გავლით სარკინიგზო ხაზის პროექტის შესახებ უამბო.

როგორც ცნობილია, საქართველოს სამხედრო გზა რუსეთისა და საქართველოს დამაკავშირებელი ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია. ბოლო დროს ორი ქვეყნის საზღვარზე სატვირთო და სამგზავრო ავტომობილების უზარმაზარი რიგები დგება. ვითარება განსაკუთრებით მძიმდება ზამთარში რთული კლიმატური პირობების გამო და ზაფხულში, როდესაც გამტარ პუქტს ტურისტების მომატებული ნაკადი აწყდება.  

როგორც ბიზნესმენი აცხადებს, საცობების პრობლემა არა მარტო დამღუპველ ზეგავლენას ახდენს ტურზმზე, არამედ ქმნის მთელ რიგ სხვა პრობლემებს, რომლებიც ეკოლოგიას, ეკონომიკურ ეფექტურობას და ფინანსურ ხარჯებს უკავშირდება.

მისივე თქმით, ყოველწლიურად ამ გზის რეაბილიტაციაზე ძალიან დიდი თანხები იხარჯება და რაც მეტად იზრდება ტვირთბრუნვა, მით მეტ ინვესტიციას საჭიროებს ეს გზა.

„მივხვდით, რომ აუცილებელია ალტერნატიული დერეფნის შექმნა, რომელიც არა მარტო რუსეთისა და საქათველოსთვის, არამედ მთლიანად ბიზნესისთვის იქნება საინტერესო, რადგან ძირითადი პრობლემები მაინც სატვირთო გადაზიდვებთან არის დაკავშირებული. სარკინიგზო ხაზი საუკეთესო ალტერნატივაა, – ამას როგორც ექსპერტების აზრი, ისე მთლიანობაში ბიზნეს–მოდელი ადასტურებს. რკინიგზა მნიშვნელოვნად გაამარტივებს ვითარებას ზემო ლარსზე და გზა იმდენად გადატვირთული აღარ იქნება. ეს ზეგავლენას მოახდენს ბევრ ფაქტოზე: დროზე –აზერბაიჯანი–საქართველო–რუსეთის მიმართულებით მგზავრობა 3 დღეს დაიკავებს; გადასაზიდი პროდუქტების ხარისხზე, ასევე ფორსმაჟორული სიტუაციების წარმოქმნას გამორიცხავს“, – განაცხადა ცეცხლაძემ.

მისივე განმარტებით, თავიდან ამ პროექტის განხოციელება ძალზე რთულად მოეჩვენათ, თუმცა შემდგომ მოუწიათ იმის გათვალისწინება, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ტვირთბრუნვა სისტემატიურად იზრდება და „ყაზბეგი – ზემო ლარსის“ გამშვები პუნქტი დატვირთვას ვეღარ უძლებს.

„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს პროექტი საინტერესო იქნება არა მარტო რუსეთისა და საქართველოსთვის, არამედ მსოფლიო ბანკისა და სხვა ბანკებისთვისაც, რომლებიც ყოველწლიურად ლარსით გამავალი გზის რეაბილიტაციაზე დიდ თანხებს გამოყოფენ. რამდენიმე თვის განმავლობაში ფონდის წარმომადგენლები კონსულტაციებს მართავდნენ სახელმწიფო და კომერციულ ორგანიზაციებთან, რათა შექმნილიყო ყველასთვის მისაღები პროექტი. ჩვენ უკვე გავიარეთ კონსულტაციები ყველა იმ კომპანიასთან და ისინი ამაში დაინტერესებულები არიან“, –  განაცხადა ცეცხლაძემ.

ამ დროისთვის პროექტის შემუშავება პრაქტიკულად დასრულებულია და ფონდი ორივე მხარისთვის მიმართვას გეგმავს.

„ჩვენ მზად ვართ ოფიციალურად მივმართოთ ქართულ და რუსულ მხარეებს და დავიწყოთ ორმხრივი მოლაპარაკებები უახლოეს ხანებში პროექტის დაწყების თაობაზე. ჩვენ უკვე ვხედავთ რუსეთის რკინიგზის განწყობას, ასევე კომერციული კომპანიების მზაობას. ყველა შეხვედრა და კონსულტაცია, რომელიც უკვე ჩავატარეთ, შემიძლია, მხოლოდ პოზიტიურად შევაფასო. დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს ხანებში ფონდი პირდაპირ თანამშრრომლობაზე გადავა, რაც პოზიტიურად იმოქმედებს ყველა მიმართულებით“, – აღნიშნა ცეცხლაძემ.

ბისნესმენის თქმით, მნიშვნელოვანი როლი ამ მხრივ რუსეთ–საქართველოს ურთიერთობებში საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენლმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოადგილემ გრიგორი კარასინმა ითამაშეს.

„ჩვენს ფონდს შეუძლია, იქცეს ერთგვარ პლატფორმად ან ხიდად, რომელიც თავის თავზე აიღებს სამუშაოს ამ ნაწილს – ქვეყნებს შორის მოლაპარაკებების წარმოებას. იმედი მაქვს, ეს დაეხმარება მთლიანობაში რუსეთ– საქართველოს ურთიერთობების შემდეგომ განვითარებას“, – განაცხადა ცეცხლაძემ.

რაც შეეხება იმ მხარეს, რომელსაც უპირველად აწუხებს ლარზსე არსებული პრობლემები – სომხეთს, როგორც ცეხლაძე აცხადებს, სომხეთი, ბაქოსა და ერევანს შორის არსებული რთული ურთიერთობების გამო, აზერბაიჯანის გავლით ტრანზიტით სარგებლობას ვერ შეძლებს და ეს ტვირთნაკადი ჯერ–ჯერობით ძველი გზით იმოძრავებს.  

„ეს ცალკე პოლიტიკური საკითხია. სამომავლოდ სომხური, ქართული და რუსული რკინიგზები ერთობლივად ამუშავებენ ცალკე დერეფანს, ფოთისა და შემდეგ ზღვის გავლით“, – განმარტა ცეცხლაძემ.

„აქცენტი“ ამ საკითხთან დაკავშირებით ზურაბ აბაშიძეს დაუკავშირდა და აღმოჩნდა, რომ ამ ალტარენატიული პროეტის შესახებ არაფერი იცის.

„ალტარენატიული პროექტის შესახებ არაფერი მსმენია. ზოგადად ბატონ კარასინთან შეხვედრაზე განვიხილავთ საკითხებს, რომელიც უკავშირდება ლარსს და საქართველო–რუსეთ– აზერბაიჯანის მიმართულებით უკვე არსებული რკინიგზას, თუ ამის საჭიროება დგას. თუ მოგვმართავს ოფიციალურად ქართულ მხარეს, გავეცნობი პროექტს და ამის შემდეგ შევძლებ მასზე კომენტარის გაკეთებას“, – განაცხადა აბაშიძემ.