თბილისში რუსულენოვანი ტურისტებისთვის საქართველოს დამახინჯებული რუქები იყიდება

2018-08-06 10:24:18
1240

თბილისში, რუსთაველის გამზირზე იყიდება რუსულენოვანი გზამკვლევები, რომლებშიც საქართველოს რუქები ოკუპირებული ტერიტორიების გარეშეა გამოსახული.  

 

 

ეს გზამკვლევი მოსკოვში, გამომცემლობა „ლიტრეს“–ის მიერ 2018 წელს არის გამოცემული. მასში მოცემულ რუქაზე კრემლის თვალით დანახული საქართველოა გამოსახული,– იუწყებიან ფეისბუქ–მომხმარებლები და გაყიდვიდან ამ გზამკვლევის მთელი ტირაჟის ამოღებას მოითხოვენ.

საქართველოს დამახინჯებული რუქები აღმოჩენილია ასევე რუსულ ვებ-გვერდ  "Тонкости туризма.ру"–ს საქართველოს შესახებ განყოფილებაში. აღსანიშნავია, რომ ეს რუსული საიტი აქტიურად თანამშრომლობს რიგ ქართულ კომპანიებთან. 

 

 

ქართველი ინტერნეტ–მომხმარებლები აღშფოთებულები არიან და ხელისუფლებას სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდებენ.