უცხოელი ექსპერტები საქართველოში პორტების მშენებლობა–განვითარებაზე: „საქართველო იქცევა რეგიონულ ჰაბად“

2018-07-12 23:00:50
800

დიდ ინტერესს იწვევს ქვეყანაში მიმდინარე დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობის საკითხი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს პროექტები სტრატეგიული მნიშნელობისაა. ჩვენ შევეცადეთ, გაგვერკვია,  თუ რა დივიდენდის მომტანია ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის საქართველოში მშენებარე პორტები. ამ საკითხზე ჩვენ უკვე შემოგთავაზეთ ქართველი და უცხოელი პოლიტოლოგების, ეკონომისტების, უსაფრთხოების თემაზე მომუშავე ექსპერტების მოსაზრებები. ექსპერტები თანხმდებიან, რომ ანაკლიისა და ბათუმის პორტების მშენებლობა-განვითარება შავ ზღვაზე სტრატეგიული პოზიციის დაკავების რეალური შესაძლებლობაა.  ისინი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ, რომ სატრანზიტო დერეფნის როლის რეალიზაცია როგორც ეკონომიკური, ასევე გეოპოლიტიკური ამოცანაა.

დღეს „აქცენტი“ კარნეგის ფონდის რუსეთისა და ევრაზიის პროგრამების უფროსი სპეციალისტის პოლ სტრონსკისა და ბაიდენის ცენტრის დირექტორის მაიკლ კარპენტერის მოსაზრებებს შემოგთავაზებთ.

პოლ სტრონსკი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და ბათუმის ნავსადგურის ტერიტორიაზე თანამედროვე ტერმინალის მშენებლობა–განვითარებას საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიკაციის კუთხით გადადგმულმნიშვნელოვან ნაბიჯებადაფასებს.

როგორც სტრონსკიმაქცენტთანსაუბრისას განაცხადა, „ხსენებული პორტები საქართველოს სატრანსპორტო და ლოჯისტიკური კავშირების გაძლიერებას შეუწყობს ხელს, რაც ქვეყანას მნიშვნელოვან ჰაბს გახდის იმ ტვირთებისთვის, რომლებიც კავკასიის და შავი ზღვის რეგიონის გავლით გადაადგილდება“.

„ამ პროექტების განხორციელება გააუმჯობესებს საქართველოს პერსპექტივას, გახდეს რეგიონალური სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ცენტრი და მოიზიდოს დამატებითი ინვესტორები, რომელთაც სურთ კავშირების დამყარება კასპიის ზღვის რეგიონიდან და ცენტრალური აზიიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით და შავი ზღვიდან სპარსეთის ყურის მიმართულებით.

გარდა ამისა, ამ პროექტებს აქვთ პოტენციალი, მოიზიდონ უფრო მეტი ჩინური ინვესტიცია. ცნობილია, რომ ჩინელებს აქვთ დიდი ამბიციებიერთი სარტყელიერთი გზისინიციატივასთან დაკავშირებით. ხსენებული პროექტები რეგიონს ჩინელი ინვესტორებისთვის სავარაუდოდ,  უფრო მიმზიდველს გახდის“, – განაცხადა სტრონსკიმ.

ექსპერტი საქართველოში ამერიკული ინვესტიციების ჩადების ფაქტს პოზიტიურად აფასებს.  მისი თქმით, მსგავსი აქტივობები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს კიდევ უფრო გაამყარებს, თუმცა იქვე დასძენს, რომაშშის გარდა, საქართველომ უნდა იმუშავოს სხვა ქვეყნებთანაც, რომელთაც შეუძლიათ, გაზარდონ ქვეყნის უსაფრთხოება ნატო-სა და აშშ-სთან ერთად“.

მაგალითად, სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების გაღრმავება ჩინეთთან და ყურის ქვეყნებთან, სულ მცირე, ფასს დაუწესებდა რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ შესაძლო აგრესიის შემთხვევაში. რადგან,  ეკონომიკური თვალსაზრისით რუსეთი ძალიან დამოკიდებულია ჩინეთზე და ნაკლებად დამოკიდებულიყურის ქვეყნებზე.

სტრონსკის განმარტებით, „უსაფრთხოება მხოლოდ სამხედრო თანამშრომლობასა და ოფიციალურ ორმხრივ უსაფრთხოების ურთიერთობებს არ გულისხმობს“.

ეკონომიკას შეუძლია, დაეხმაროს უსაფრთხოებას. ვფიქრობ, საქართველოს გრძელვადიანი უსაფრთხოება ამ ყველა ასპექტს აერთიანებს“, – დასძინა სტრონსკიმ.

ამერიკული კომპანიის ჩართულობას ქართულ პროექტებში ბაიდენის ცენტრის დირექტორი მაიკლ კარპენტერი  მნიშვნელოვანს უწოდებს და ამ კუთხით სამ მიზეზს ასახელებს.

პირველ რიგში, ამერიკული კომპანიის ჩართულობა ქართულ პროექტებში გვიჩვენებს, რომ საქართველო არის ადგილი, სადაც დასავლეთის კომპანიებს შეუძლიათ, ბიზნესი აწარმოონ. მეორე, ეს გააუმჯობესებს ინფრასტრუქტურას, რაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის მნიშვნელოვანია. მესამე, იმედია, რომ ეს ბიძგს მისცემს სხვა ამერიკულ კომპანიებს, მონაწილეობა მიიღონ საქართველოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რაც ხელს უწყობს დასავლეთის კორპორაციული მართვისა და სხვა საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას საქართველოში“, – განუცხადააქცენტსექსპერტმა.

მისივე თქმით, საქართველოში ამერიკელი ინვესტორების აქტივობები, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხითაც მნიშვნელოვანია.

არაფერი ისე არ უწყობს ხელს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ჩადებას, ვიდრე ის ფაქტი, რომ ამ ქვეყანაში აშშის კომპანიებმა თავისი საქმიანობა წარმატებით განახორციელეს. ამერიკულ და ევროპული კომპანიებთან თანამშრომლობისას, ხშირ შემთხვევაში,  არის უფრო მაღალი ხარისხის პროდუქცია, ადგილობრივთა დასაქმების კუთხით უფრო მეტი პერსპექტივა და კორუფციული პრაქტიკის ნაკლები რისკი“, – განაცხადა ექსპერტმა.


ამავე თემაზე:


ამერიკელი ანალიტიკოსი: „საქართველოში პორტების მშენებლობა–განვითარება ქვეყნის ნატო–სა და ევროკავშირში ინტეგრაციას შეუწყობს ხელს“

აზერბაიჯანელი ექსპერტი: „საქართველოში პორტების განვითარება მთელი რეგიონის ინტერესებს მოემსახურება

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებით, საქართველოს შეუძლია, ცენტრალური აზიის ქვეყნებს ეკონომიკური განვითარების სრულიად ახალი პერსპექტივა შესთავაზოს

პორტების მშენებლობითა და განვითარებით, საქართველოს აქვს შანსი, იქცეს რეგიონულ ჰაბად

სატრანზიტო დერეფნის როლის რეალიზაცია როგორც ეკონომიკური, ასევე გეოპოლიტიკური ამოცანაა

ანაკლიისა და ბათუმის პორტების მშენებლობა-განვითარება შავ ზღვაზე სტრატეგიული პოზიციის დაკავების რეალური შესაძლებლობაა

საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ანაკლიისა და ბათუმის პორტების მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის

 „პორტის მშენებლობა უფრო გააძლიერებს საქართველოს კომერციულ და სტრატეგიულ მნიშვნელობას აშშთან