"მქონდა შესაძლებლობა, დონალდ ტრამპთან მესაუბრა, რომ საქართველოს აშშ-ის უფრო ინტენსიური მხარდაჭერა სჭირდება"

2018-07-12 19:58:07
137

"მქონდა შესაძლებლობა, დონალდ ტრამპთან მესაუბრა, რომ საქართველოს აშშ-ის უფრო ინტენსიური მხარდაჭერა სჭირდება", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "პირველ არხს" განუცხადა.

„მე გაუზიარე აშშ-ის პრეზიდენტს, რომ საქართველო არის პასუხისმგებლიანი პარტნიორი და ამ პოზიციის ტრამპამდე მიტანა მნიშვნელოვანი იყო. მნიშვნელოვანი იყო თქმა, რომ ჩვენ ვართ რეგიონში რეალური დასაყრდენი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ნატო-სთვის, ევროკავშირისთვის, გლობალური უსაფრთხოების ნაწილშიც ერთ-ერთი უპრეცედენტოდ პასუხისმგებლიანი ქვეყანა. ტრაპს ის ინფორმაციაც მივაწოდე, რომ ჩვენ დავიწყეთ და სამი თვის წინ სტრატეგიული მხარდაჭერის დოკუმენტის ინიცირება მოვახდინეთ. საქართველოს, როგორც ვაშინგტონში ორმხრივ ურთიერთობებში, ასევე ნატო-ში, აშშ-ის უფრო ინტენსიური მხარდაჭერა სჭირდება“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.