„საქართველოს ნატო–ში გაწევრიანებას თავისი შედეგები მოჰყვება“

2018-07-12 19:51:14
979

საქართველოს ნატო–ში გაწევრიანებას თავისი შედეგები მოჰყვება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ალიანსის გაფართოება ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.

„რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება თავისი შედეგები. ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს“, - განაცხადა ზახაროვამ.