ტრამპი მოელის, რომ ირანელები დაურეკავენ და შეთანხმებას მოსთხოვენ

2018-07-12 19:33:10
68

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოელის, რომ მას ირანის ოფიციალური პირები მომავალში დაურეკავენ და შეთანხმებას სთხოვენ.

ამის შესახებ ტრამპმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ეხლა მათ ბევრი პრობლემა აქვთ და ეკონომიკა დაშლის გზაზეა. რაღაც მომენტში ისინი დამირეკავენ და მეტყვიან, მოდი, შევთანხმდეთ“, განაცხადა ტრამპმა.