ნატომ მაკედონია გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებაზე ოფიციალურად მიიწვია

2018-07-11 20:36:21
169

ნატომ მაკედონია ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებაზე ოფიციალურად მიიწვია.

მიწვევა, რომელსაც ყველა მოელოდა, 11 ივლისს ნატოს სამიტის შეხვედრის შემდეგ ბრიუსელში გამოქვეყნდა ალიანსის 29 წევრის მიერ.

მიწვევა იუგოსლავიის ყოფილ რესპუბლიკას მას შემდეგ გაუგზავნეს, რაც მან მოაგვარა ხანგძლივი უთანხმოება ნატოსა და ევროკავშირის წევრ საბერძნეთთთან თავისი ოფიციალური დასახელების გამო.

საბერძნეთს არ სურდა თანხმობა განეცხადებინა მაკედონიის წევრობაზე, რადგან მის ერთ- ერთ რეგიონს იგივე დასახელება აქვს. წელს ორი ქვეყანა მორიგდა და მაკედონია შეიძლება, გახდეს ნატოს 30-ე წევრი.

ნატოში მაკედონიის გაწევრიანების პერსპექტივით უკმაყოფილება უკვე გამოხატა რუსეთმა, რომელიც ალიანსის აღმოსავლეთით გაფართოებას დიდი ხანია ეწინააღმდეგება.