"რუსეთს ამდიდრებთ":– ტრამპმა ნატო–ს პასუხი მოსთხოვა (ვიდეო)

2018-07-11 20:18:11
426

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონფრონტაციულ ტონს მიმართ ბრიუსელში, ნატოს ორდღიანი სამიტის დასაწყისში. მან გააკრიტიკა გერმანია, რომ რუსეთს „მილიარდ დოლარიან“ პროექტზე, ბუნებრივი აირის მილსადენის გარშემო ურიგდება და ამ დროს აშშ-სგან მოელის რუსეთისგან დაცვასო. ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ საუზმეზე, სამიტის გახსნისას, 11 ივლისს ტრამპმა განაცხადა: „ვიცავთ გერმანიას. ვიცავთ საფრანგეთს. ყველას ვიცავთ", და დასძინა, "უსამართლოა ეს ჩვენი ქვეყნის, უსამართლოა გადასახადების ამერიკელი გადამხდელების მიმართ“. ბრიუსელში მიმდინარე სამიტი ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე რთული შეხვედრა იქნება, რადგან ტრამპი ზეწოლას ახორციელებს ნატოელ მოკავშირეებზე, გაზარდონ სამხედრო ხარჯები. ტრამპმა სამიტამდე არაერთხელ გააკრიტიკა ნატოს წევრები სამხედრო ხარჯების დონის გამო.