"საქართველოს ნატოს სამიტისგან მნიშვნელოვანი მოლოდინები აქვს"

2018-07-11 18:49:56
182

 

საქართველოს ნატოს სამიტისგან მნიშვნელოვანი მოლოდინები აქვს,– ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა. 

„მინდა გამოვეხმაურო ისტორიული მნიშვნელობის მქონე სამიტს ბრიუსელში. ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოსა და ნატო-ს ურთიერთობაში, როდესაც საქართველო ამ ფორმატებს ესწრება. ამავე დროს ამ ფორმატს დაესწრება ნატო-ს წევრი ყველა ქვეყანა, ლიდერების დონეზე. ეს არის პირველი შემთხვევა და აღნიშვნა იმ ფაქტისა, რომ საქართველოსა და ნატო-ს ურთიერთობა გადავიდა ახალ ეტაპზე. ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ასევე პირველად, საქართველოს თემატიკა განიხილება ცალკე ფორმატში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მინდა ყველა ჩვენს მეგობარ ქვეყანას მადლობა გადავუხადო, რომ აღნიშნული ფორმატი შედგა და ის გახდება ტრადიციული. 

ჩვენ გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი მოლოდინები ნატოს სამიტისგან. ჩვენ ძალიან ბევრი რეფორმა განვახორციელეთ ამ გზაზე და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნები, ჯეროვნად შეაფასებენ იმ პროგრესს, რაც ჩვენ ამ მიმართულებით გვაქვს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამასთან, როგორც დღეს გაირკვა, პრემიერი მთავრობის ახალ შემადგენლობას ხვალ, 10:00 საათზე დაასახელებს.